პროექტის სახელი: გავასუფთაოთ დედამიწა ნარჩენებისგან!
პროექტის მიზანი:
- მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ადამიანებსა და ბუნებაზე გარემოს დაბინძურების გავლენის შესახებ
- მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება
- ციფრული წიგნიერების კომპეტენციის განვითარება
- პროექტის ვიდეოს შექმნა
მონაწილეთ ასაკი: 15 - 16 წ.
ხანგრძლივობა: 3 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
- მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას გარემოს დაბინძურების გავლენის შესახებ
- შეიქმნება პროექტის ბლოგი
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუხლი 18. სკოლის საერთო კულტურა
სკოლამ საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ჩართულობით) საშუალებით ხელი უნდა შეუწყოს: ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის - ეს არის მიდგომა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას გარემოსდაცვით კონტექსტზე დაფუძნებით. ის გულისხმობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობას დედამიწის, როგორც საერთო სასიცოცხლო სივრცის, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა (ფარული კურიკულუმი) მოსწავლეს უნდა უბიძგებდეს გააცნობიეროს პირადი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, გაიაზროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა, ჩამოუყალიბდეს სწორი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, გაუჩნდეს გარემოს დაცვასა და მის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების სურვილი;
Комментариев нет:
Отправить комментарий